00:36 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 12:16:34, 903 ნახვა

საზოგადოება
„არა რუსულ კლანს“ - საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, სასამართლო კლანის სისტემიდან ჩამოშორების მოთოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოპთხოვნაა, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანისგან და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვიდრე სასამართლო კორუმპირებული და პოლიტიკურად მართული მოსამართლეების ხელშია, მართლმსაჯულება ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

„სანამ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოსახული არიან ჩვენს პლაკატებზე არ გაიწმინდება სასამართლო ხელისუფლება - ანუ კლანი არ დატოვებს სასამართლო ხელისუფლებას, მანამდე ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავალი არის საფრთხის ქვეშ. არა მხოლოდ ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი, არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ პირდაპირ ამ ადამიანების ჩამოშორებას, რადგან ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებლები, კორუმპირებულები და ეს დადასტურებულია საერთაშორისო დონეზე",- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

სასამართლო კლანის სისტემიდან ჩამოშორების მოთოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია  21 აპრილსაც გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics