|
2023-04-24 15:04:04, 837 ნახვა
საზოგადოება
„არ დაგვტოვოთ მარტო ბრძოლაში“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების პროტესტი გრძელდება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ცოტა ხნის წინ მედიკამენტის დაფინანსების საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ და საპასუხოდ, დღეს, 19:00 საათზე აქცია დააანონსეს. "მე არ განვცვიფრებულვარ ამ პასუხით. არ გეგონოთ, რომ დავეცემით, პირიქით, უფრო გავძლიერდებით, არ გავჩერდებით. როგორ გგონიათ, ჩვენ, მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ამის უფლებას ჩვენ თვითონ არ მივცემთ, ისინი თანაგრძნობას გვიცხადებენ.გადავიდეთ იმ ნაწილზე, რატომ არ გვისმენთ? რატომ არ უსმენთ ჩვენი შვილების მკურნალ ექიმებს, რომლებიც უახლოესი "გაიდლაინების" საფუძველზე საუბრობენ, აშშ-დან ჩამოიტანეს ახალი ინფორმაციები, აშშ-მა დაწია ზღვარი ამ მედიკამენტის, ბატონო პრემიერო, 5 წლიდან იყო და 7 მარტის მონაცემებით, 2 წლამდე დავიდა. მე ვლაპარაკობ ყველა დედის სახელით და მთელ საქართველოს მოვუწოდებთ, არ დაგვტოვოთ მარტო ბრძოლაში, თორემ ჩემი სიცოცხლე თქვენ დაგბრალდებათ",- განაცხადა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 24აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეექვსე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ. მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)