|
2023-04-24 12:41:34, 1008 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა
ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ჰელსინკის კომისია პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მანდატი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედიის თავისუფლების დაცვასაც. "ჰელსინკის კომისია არის ძალიან პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მანდატი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედიის თავისუფლების დაცვასაც. ამ ორგანიზაციამ ნათლად განაცხადა, ისევე როგორც საელჩომ, რომ გვარამიას საქმე შეშფოთებას იწვევს, მათ შორის თავდაპირველი ბრალდებები, ამ ბრალდებების დროულობა და შემდგომ პატიმრობის მისჯა, ასე რომ, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც საქართველოს მეგობარი და დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერი იყო მრავალი წლის განმავლობაში, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქალბატონი ზურაბიშვილის პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს მიიღებს მხედველობაში",- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, Foreign Policy-იმ გამოქავეყნა სტატია, სადაც კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ორპარტიული ჰელსინკის კომისია, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის დროს, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)