03:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 16:51:14, 764 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ნაფიცმა მსჯულებმა უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები

ნაფიცმა მსჯულებმა ნამდვილად უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოძის თქმით, მზადაა ამ კამპანიაში ჩაერთოს და მსგავსი მოქმედებისკენ კოლეგებსაც მოუწოდებს.

"ნაფიცმა მსჯულებმა ნამდვილად უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები.

უფრო მეტიც, პარლამენტში არის გირჩის ინიციატივა ნაფიც მსაჯულებზე, რომელსაც მე მხარს დავუჭერ.

მურუსიძე-ჩხიკვაძის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ნამდვილად სჯობს.

მოვუწედებ ჩემს კოლეგებს, განვიხილოთ ეს ინიციატივა და მზად ვარ, ამ კამპანიაში ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავერთო",- წერს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, დღეს 21 აპრილს, მარტიის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა, აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტის წინ პეტიცია წარადგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics