03:32 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:46:10, 827 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა იმ ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2015 წლიდან დღემდე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა.

„ეს პროგრესი აღიარებულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება. პარლამენტში განიხილება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად და მის მიზანს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics