03:32 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:37:07, 625 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - 2022 წლიდან დავიწყეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა

2022 წლიდან დავიწყეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ივნისში ავტორიზაცია უკვე მიენიჭა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სამ ორგანიზაციას - ნარჩენი ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულებების განხორციელებისათვის; ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი; დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 9 305 მწარმოებელი.

"საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის” ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. ასევე, მომზადებულია „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი",- განაცხადა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics