|
2023-04-20 15:24:22, 735 ნახვა
საზოგადოება
ოთრ შამუგიამ საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა
ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 23.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით, 10 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი დაიხარჯება მეცხოველეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. "შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) დაიწყო 6 მლნ ევრომდე ღირებულების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ჩართულია მწვანე კლიმატის ფონდი (GCF), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და შვეიცარიის კონფედერაცია; მათ მიერ რეფორმისათვის 47 მლნ ევრო დაიხარჯება. ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-IV ფაზა. პროგრამის ბიუჯეტი 55 მლნ ევროა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებას და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას",- განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)