|
2023-04-19 12:12:11, 809 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ საქმიანობას განაგრძობს
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს უფროსი ქალაქ ჩენგდუში, ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენის „The 108th China Food & Drinks Fair" გახსნის ღონისძიებას დაესწრო და სამუშაო შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან მეხუზლა ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (CNRIFFI) ვიცე-პრეზიდენტს, „ქართული ღვინის სახლის" დამფუძნებელს ადამ ჰუანგს, სიჩუანის პროვინციისა და ქალაქ ჩენგდუს ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. უკვე მრავალი წელია, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და, შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტო მრავალ აქტივობას ახორციელებს. ჩენგდუში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის გეგმები, ჩინეთში იმპორტთან დაკავშირებული საკითხები და სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით ახალი ერთობლივი პროექტები", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. „ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებსა და ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მემორანდუმი ჩინეთის ქალაქ ურუმჩის ორ იმპორტიორ კომპანიასთან გააფორმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ლევან მეხუზლამ მიმართა, რომელმაც ქართული ღვინის კულტურაზე და ისტორიაზე, ასევე ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობასა და მზარდ ექსპორტზე ისაუბრა. ჩენგდუში გაიმართა მედიაპროდუქტების საკომუნიკაციო კონფერენციაც, სადაც ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა ქეთი გეგენავამ წარადგინა. აღნიშნული ღონისძიება ალკოჰოლური სასმელების ინოვაციებსა და ინვესტიციებს მიეძღვნა და მთელი ჩინეთის მასშტაბით გადაიცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)