17:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 12:07:56, 1253 ნახვა

მსოფლიო
ISW - პუტინი WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას აშშ-სგან დათმობების მოსაპოვებლად გამოიყენებს

პუტინის პირადი მონაწილეობა WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებში მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ამას აღიქვამს, როგორც გათვლილ ესკალაციას, რომელსაც შეერთებული შტატებისგან დათმობების მოსაპოვებლად გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების ცნობით, პუტინის მონაწილეობა დაკავებაში, სავარაუდოდ, იყო პასუხი აშშ-ში რუსი მოქალაქის, სერგეი ჩერკასოვის დაპატიმრებაზე, 24 მარტს ბრალდებით, რომ ის არის უცხო სახელმწიფოს აგენტი. 

ISW-ის ცნობითვე, კრემლმა აღნიშნული დაკავება შეიძლება გამოიყენოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის დარბევის გასამართლებლად.

შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თავად Wall Street Journal-ი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ გერშკოვიჩი რუსეთმა არასწორად დააკავა.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს არ იყო პუტინის გადაწყვეტილება, არამედ „სპეციალური სამსახურების სრული პრეროგატივა".

მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც  აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას სთხოვენ.

ამასთან, გამოცემა Bloomberg-მა გუშინ, 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ბრძანებას, ხელი პირადად მოაწერა.

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლში პოლიტიკის მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენა იზრდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics