|
2023-04-13 14:48:36, 897 ნახვა
საზოგადოება
მეხილე ფერმერებს ჯიღაურაში სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურისა და ესპანური კომპანიის „ვივეროს ვერონი“ აგრონომიული სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამართეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, სემინარი თემაზე „კურკოვანი კულტურების სხვლა-ფორმირების პროგრესული მიდგომები“ ცენტრის ჯიღაურას მეხილეობის საკოლექციო ბაღში ჩატარდა და მოიცავდა კურკოვანი კულტურების (ატამი, გარგარი) გასხვლის თანამედროვე პროგრესულ მეთოდებს და 2 D (ბრტყელი) ბაღის კონცეპტუალური ფორმირების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახური და ესპანური კომპანია „ვივეროს ვერონი“ ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებენ ერთობლივ ტრენინგებსა და სემინარებს, რომლის მიზანია საქართველოს მეხილეობის სექტორის პროდუქტიულობისა და მდგრადობის ამაღლება პერსპექტიული სხვლა-ფორმირების მეთოდებისა და ახალი ჯიშების ინტროდუქციის საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)