|
2023-04-11 12:05:40, 1085 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას
კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობების მისაღწევად, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება. "წარმოგიდგენთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას ხელისუფლებისადმი: გასულ თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ, ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით, ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციები თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეკომენდაციებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობების მისაღწევად და ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მთავარი ძალისხმევა იქნება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)