11:04 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 12:04:04, 1328 ნახვა

მსოფლიო
Washington Post: ეგვიპტე აპირებდა რუსეთისთვის ფარულად მიეწოდებინა 40000 ჭურვი

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ, ახლახანს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს დაემზადებინათ 40000-მდე რაკეტა რუსეთისთვის, - ამის შესახებ Washington Post, წერს პენტაგონზე დაყრდნობით. 

 ეგვიპტე არის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე  და აშშ-ს დახმარების მთავარი მიმღები.

გამოცემის ცნობით, 17 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში, სახელწოდებით "საიდუმლო", სისისა და ეგვიპტის მაღალჩინოსნებს შორის  საუბრებია მოხსენიებული, ასევე მითითებულია რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდების გეგმები. დოკუმენტის მიხედვით, სისიმ ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ჭურვების წარმოება და გადაზიდვა გასაიდუმლოებულიყო „დასავლეთთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად“.

ამ გაჟონვის კომენტირებისას ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი იცავენ უკრაინის ომში ჩაურევლობის პოზიციას და მოუწოდებენ ყველა მხარეს შეწყვიტონ ცეცხლი. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მიწოდების გეგმა არ განხორციელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics