|
2023-04-10 21:50:23, 1400 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - „ქართულ ოცნებაში“ ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ
ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ სანქციები არ ვრცელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ზემოთ აღნიშნული კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე სერიოზულად დგას. "მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგონ, რომ ეს სანქციები არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის გახლავთ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოყენებული, რომლებსაც ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ პრობლემებზე, რომელიც სერიოზულად დგას თქვენი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა ამ მიმართულებით. ამას შეიძლება დამატებითი სანქციები მოჰყვეს. მე აღარ ვლაპარაკობ აშშ-ის მთავრობის სახელით, არ ვარ ოფიციალური პირი შეერთებული შტატების, მაგრამ ეს გახლავთ ჩემი შეფასება მიმდინარე სიტუაციისა", - განაცხადა კრამერმა. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)