|
2023-04-10 17:14:57, 1185 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში სასწავლო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „მოლდოვის რესპუბლიკაში სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა" ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს, ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირების შემდგომ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა პროკურორთა სპეციალიზაციის დანერგვაზე, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებაზე, დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებსა და დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე. ასევე, შეხვედრაზე პროკურატურის მიერ ფემიციდის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ,,არა ფემიციდის" ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მოლდოვის რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენელმა ქართველ კოლეგებს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პროცესზე საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული პრაქტიკის გაზიარება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის საბჭო საქართველოს პროკურატურის სტრატეგიული პარტნიორია და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარება, ასევე, წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)