|
2023-04-10 12:13:58, 855 ნახვა
საზოგადოება
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მოძრაობის ძველმა და ახალმა წევრებმა განცხადება "დედაენის ბაღში" ცოტა ხნის წინ გააკეთეს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უამრავი ადამიანი უერთდება მოძრაობას. დღემდე ამ მოძრაობას შემოუერთდნენ ექიმები, პროფესორ-მასწვლებლები, მხატვრები, მწერლები. დღეს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნასა და შესაბამისად, ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები - მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა, მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ გზაზე", - განაცხადა მოძრაობის წევრმა, ბაჩანა შენგელიამ. ახალი წევრის, პაატა ბურჭულაძის თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "ქართული ოცნებისთვის" საშიშროებას როგორც გარეთ, ისე საპატიმრო დაწესებულებაში წარმოადგენს. "ჩვენ აქ ვდგავართ, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს საყვარელ ნიკა გვარამიას. ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუნახა ადგილი ამ ადამიანს - გარეთ არის, პრობლემაა მისთვის, ციხეშია - იქაც პრობლემაა. ჩემი რჩევა იქნება მის მიმართ და "ქართული ოცნების" მიმართ - თქვენი სისტემა დალპა, ხომ ხედავთ, რომ თქვენს მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და გამოუშვით ნიკა გვარამია. გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ ყოფილა - თქვენთვის მაინც საშიროებას წარმოადგენს. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა - პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)