|
2023-04-09 14:23:02, 893 ნახვა
საზოგადოება
ნანა მახარაძე - ჩემში 19 წლის გოგო ისევ ცოცხლობს - ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო თავისუფლება
ჩემში ეს 19 წლის გოგო ისევ ცოცხლობს - ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო თავისუფლება, - ამის შესახებ ნანა მახარაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. მახარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. "მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. დიდი მადლობა თქვენ, დამსწრე საზოგადოებავ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქართველ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგით მთრევი ქალბატონები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს. მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის", - განაცხადა მახარაძემ. ცნობისთვის, ნანა მახარაძის გარდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღირსების მედლით საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის ნანა მალაშხიაც დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)