|
2023-04-09 12:22:12, 858 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ - ეს დღე გვიხსნის მომავლის გზას, რომელიც ჩვენთვის ევროპაა
ეს არის სიმბოლო გამარჯვებისა უფრო მეტად, ვიდრე ტრაგედიისა - ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ - რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ეს გზა ჩვენთვის არის ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე "მონობა გააუქმა, გააუქმა, მაგრამ არ დაივიწყა". "ეს არის, პირველ რიგში, სიმბოლო სწორედ გამარჯვებისა უფრო მეტად, ვიდრე ტრაგედიისა. ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო და ქალების წვლილი ამ ტრაგედიაში, სამწუხაროდ, დიდია - რუსის ჩექმამ და რუსის სისასტიკემ მიზნად აიღო ქალები. ეს გამარჯვება არის ყველასი იმიტომ, რომ 9 აპრილი არის სიმბოლო ერთიანობის, ერთობის. იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი არ მოჰყვებოდა 9 აპრილს. ერთად მდგარი რომ იყო, ამას მიხვდა ზვიად გამსახურდია და ამიტომ იყო რეფერენდუმი 31 მარტს, რომელიც ასევე ჩვენი ერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამას მოჰყვა მეორე 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აქტი, ამას მოჰყვა 26 მაისი და ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა - ამით გავაუქმეთ მონობის 70 წელი, გავაუქმეთ, მაგრამ არ დავივიწყეთ... რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ეს გზა ჩვენთვის არის ევროპა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)