21:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 13:37:22, 733 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა თავისი ჯარების გადაჯგუფებისთვის, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განახორციელოს შეტევა.

"ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს და მე ეს მესმის. თუმცა თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. რუსეთი იქამდე უნდა მივიდეს, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს", - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ჩინეთი ორმხირვად თამაშობს - ომში სხვადასხვა გზებით რუსეთს უჭერს მხარს და თან სურს, რომ აღიქვან ისე, თითქოს მშვიდობის მიღწევა სურს.

"პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი - აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით",- დასძინა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics