08:22 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 11:03:56, 831 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - მოვითხოვთ, ჟურნალისტებს შეჩერებული აკრედიტაცია დაუბრუნდეთ

ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

დეკანოიძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტებს დაუბრუნდეთ აკრედიტაცია, რათა შეძლონ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელება. 

"მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც დემოკრატიისთვის უნდა იყოს სამაგალითო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო, აკრედიტაცია შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, ასევე, აკრედიტეცია შეუჩერდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს თათია წოწონავას და "ტვ პირველის" ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის. უმრავლესობის წევრები შერჩევით აძლევენ კომენტარს, ისინი არ მიდიან კრიტიკულ მედიაში. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება, ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი, ეს ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ეს წესი გაუქმდეს და დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც შეზღუდული აქვს დღეს შემოსვლა და თავისი ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის განხორციელება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს და ამავე მედიასაშუალებების ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics