|
2023-04-06 23:51:23, 906 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - ეს არ არის სანქციები ქართველი ხალხის მიმართ, სანქციები შეეხო ადამიანებს, რომლებიც კორუფციაში იყვნენ მხილებულნი
მე მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომელიც სახდეპმა გუშინ მიიღო და ვთვლი, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა სახდეპს, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გაკვეთილი უნდა ისწავლოს, თუ უნდათ რომ მოსკოვს დაუახლოვდნენ, ისინი ამ გზაზე კარგად არიან, მაგრამ თუ მათი სურვილია, რომ მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ, მაშინ ასე მოქმედება არ უნდა განაგრძონ. "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია იერიში მიაქვს აშშ-ის საელჩოზე და უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ისინი სანქცირებული ადამიანების სიაში მოხვდნენ. "მე მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომელიც სახდეპმა გუშინ მიიღო და ვთვლი, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა სახდეპს. ის მუქარა, რომელიც ისმის აშშ-ის საელჩოს მიმართ, არის ძალიან სამარცხვინო. ვთვლი, რომ ყველა ის საქართველოს მმართველი, რომელსაც აქვს გავლენა პოლიტიკაზე, უნდა მიხვდეს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარებას ძალიან ცუდი შედეგი ექნება იმიტომ, რომ ფრთხილად უნდა მოექცნენ აშშ-ის საელჩოს და სახდეპს. მათ ადგილას მე გავუფრთხილდებოდი ასეთ მუქარებს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არ არის სანქციები საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ეს არის სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხილებული იყვნენ კორუფციაში. სამწუხაროა, რომ "ოცნების" ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია იერიში მიაქვს აშშ-ის საელჩოზე და უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ისინი მოხვდნენ სანქცირებული ადამიანების სიაში.. მე არ ვლაპარაკობ აშშ-ის სახელით, რომ "ქართულ ოცნებას" შეიძლება დაემუქროს სანქციები, თუმცა მათ ერთი გაკვეთილი უნდა ისწავლონ, თუ უნდათ რომ მოსკოვს დაუახლოვდნენ, ისინი დიახ, ამ გზაზე შემდგარი კარგად არიან, თუმცა თუ უნდათ, რომ მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ, მაშინ ასე არ უნდა მოიქცნენ. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ეს მიზნობრივი სანქციები არის ნამდვილად სასარგებლო და თუ საჭირო იქნება შემდეგი ნაბიჯები, ამას აუცილებლად გადავდგამთ.. არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგ, თუმცა იმედი მაქვს, კარგად დაფიქრდებიან ადამიანები, სანამ იერიშს მიიტანენ აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე" - განაცხადა კრამერმა "მთავარი არხის" ეთერში. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)