|
2023-04-06 13:43:46, 844 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს
საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეტუტატებმა პარლამენტში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი უნდა დადგეს. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად. შესაბამისად ჩვენ, საქართველოს პარლამენტის ოპოზიცია სრულად ვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის. შესაბამისად პარლამენტის თითოეული წევრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და რეაგირების არ მოხდენა, სწორედ, რომ სანქცირების გაგრძელების და ამ ქვეყნის განვითარების შეფერხების საფუძველი გახდება“,- განაცხადა კორძაიამ. ამასთან, როგორც "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისია რეგისტრირებულია და მისი კენჭისყრა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. „როგორც იცით საგამოძიებო კომისია არის რეგისტრირებული და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი კენჭისყრა. როგორც აღინიშნა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებულია ამ საკითხის ირგვლივ და ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის უახლლოეს დღეებში და უკვე რეგისტრირებული კომისია, რომელსაც მხარს მთელი საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს დადგეს კენჭისყრაზე. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარი ჩვენი ქვეყნის და ახლა ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე“,- განაცხადა სამნიძემ. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას. "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას ერქვას საქართველოს ხელისუფლება. იცოდეთ, რომ თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდეგი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. დღეს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის... კიდევ ერთხელ ვამბობ - "ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს - დატოვეთ ეს გემი!" - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)