08:22 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 11:31:38, 845 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - ცხადია, აშშ მურუსიძეს მოერევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს

მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

მურუსიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით, აშშ-მა გზავნილი გაუგზავნა სხვა მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნებს, დასანქცირდებიან. 

"საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას. მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს, გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აგერ, ხედავთ მურუსიძეს ჩვენ რა გავუკეთეთ? დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს? კი ბატონო, შესაბამისად, თქვენც იქნებით ამ სასამართლო სისტემაში. არავის არ უთქვამს, რომ ბატონო ლევან, მობრძანდით და თქვენ რომ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაში, თქვენ რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო?! აშშ ძლიერი, გავლენიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, მურუსიძეს მოერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლეს ლაპარაკობს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics