00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 11:25:02, 685 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი სანქციებზე - ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახი

ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სანქციების დაწესებას  უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება უწოდა და თქვა, რომ ეს მხარდაჭერას  საქართველოს მოქალაქეებს უცხადებს.

"ლელო საქართველოსთვის" მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას, იცხოვრონ სამართლიან და არაკლანურ სახელმწიფოში. ეს გადაწყვეტილება ასევე არის ძალიან ღიაა გზავნილი "ქართული ოცნების" და მისი მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ წლების განმავლობაში, რომ სასამართლო კლანი და უსამართლო სისტემა, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან, არათუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინა და უვადოდ მიესაჯა საქართველოს მოქალაქეებისთვის კლანი და მათ მიერ მართული სასამართლო სისტემა. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.  

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics