|
2023-04-06 10:46:18, 1183 ნახვა
საზოგადოება
ისთერნ პრომოუშენსი და „თიბისი კონცეპტი“ წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს
9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. „თიბისი კონცეპტი“ და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. 9 მაისი
10 მაისი
წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“. კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა. კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება. ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია „თიბისი კონცეპტი“. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი. ფესტივალის სპონსორია ვიზა. საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“. ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)