08:22 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 09:40:22, 794 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - გვითხრა, აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი

შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა - რა გინდათო, აგერ, ზელენსკი გმირია, თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს შალა პაპუაშვილთან ერთად შეხვდა.

"მე მახსენდება, შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი და 27-28 თებერვალი იყო, შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე.

აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული, ობოლონის რაიონის ნახევარი დაკავებული ჰქონდათ უკვე, ტანკები იყო პირდაპირ რუსული შესული.

ნუ, სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. მაგრამ აი ეს არის დამოკიდებულება",- განაცხადა კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics