|
2023-04-05 09:41:24, 986 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ერთადერთი რაც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს
ერთადერთი დანაშაული რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს,- ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-იორკში გამართული სასამართლოს შემდეგ, ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს. ექსპრეზიდენტი სიტყვით ქალაქ მარ-ა-ლაგოში გამოვიდა და თქვა, რომ "დემოკრატებს" "რესპუბლიკელების" დამარცხება არჩევნებით არ შეუძლიათ და "ამას კანონის გამოყენებით ცდილობენ". "ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, ღმერთმა დაგლოცოთ! მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს. დასაწყისიდან "დემოკრატები" უთვალთვალებდნენ ჩემს კამპანიას. ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით - რუსეთი, უკრაინა, იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორები, უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში, ფლორიდაში. ჩვენი არჩევნები დაესგავსა მესამე ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში. რაც არავის უნახავს და არ მომხდარა ამ ქვეყანაში - მართლმსაჯულება კანონს მიღმა. ჩვენი დამარცხება მათ არჩევნებით არ შეუძლიათ, ამიტომ ამის გაკეთებას კანონის გამოყენებით ცდილობენ. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა. მსოფლიო უკვე დაგვცინის. ჩვენი საყვარელი ქვეყნის თავზე მუქი ღრუბელია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამერიკას ისევ დიდებულს გავხდით", - განაცხადა დონალდ ტრამპა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ტრამპს ბრალი 34 მუხლით აქვს წაყენებული. ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, მან პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. ექსპრეზიდენტის ბრალდებებს შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებაცაა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი წარდგენილი ბრალდებებიდან არც ერთს არ აღიარებს. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)