|
2023-04-03 20:25:49, 794 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - პუტინს სურდა, რომ ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის დაკეტილიყო, ალიანსი კი 2 ახალი წევრით გაიზრდება
[პუტინს] სურდა, რომ ნატო-ს აბსოლუტურად ნათლად ეთქვა, რომ ნატო-ს კარი დაკეტილი იყო ნებისმიერი ახალი წევრისთვის, პუტინი იღებს საპირისპიროს, ნატო-ს ალიანსის 2 ახალი წევრით გაიზრდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ფინეთი უერთდება ნატო-ს საზღვარს, ეს ნიშნავს, რომ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან ხდება ნატო-ს საზღვარი, ასე რომ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ომი კრემლის დეკლარირებული მიზნით, რომ ნაკლები ნატო მიეღო, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა. „ფინეთი ინვესტიციას განახორციელებს ახალ მოწინავე, მეხუთე თაობის F 35 თვითმფრინავებში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ფინეთი ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც რეალურად არ შეამცირა თავდაცვის სფეროში ინვესტიციები. მათ მრავალი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გაატარეს ძლიერი ჯარის ფორმირებისთვის და ინარჩუნებენ მზადყოფნის მაღალ დონეს. ფინეთი ასევე არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი მდგრადობა. ფინეთს ესაზღვრება რუსეთი და საზღვარი მათ შორის საკმაოდ გრძელია. როდესაც ფინეთი უერთდება ნატოს საზღვარს, ეს ნიშნავს, რომ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან ხდება ნატოს საზღვარი. ასე რომ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ომი კრემლის დეკლარირებული მიზნით, რომ ნაკლები ნატო მიეღო. მას სურდა ნატოს მოკავშირეების ძალები, ჩვენი სამხედრო სტრუქტურები გაეყვანა ყველა წევრი ქვეყნიდან, რომლებიც შეუერთდნენ ორგანიზაციას 1997 წლის შემდეგ, რაც ნიშნავს ყველა მოკავშირეს ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში და მას სურდა, რომ ნატოს აბსოლუტურად ნათლად ეთქვა, რომ ნატოს კარი დაკეტილი იყო ნებისმიერი ახალი წევრისთვის. პუტინი იღებს საპირისპიროს. პუტინი იღებს მეტ ნატოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ორგანიზაცია 2 ახალი წევრით გაიზრდება. ხვალ დავასრულებთ ფინეთის გაწევრიანების პროცესს. ფინეთის ნატოს სამეთაურო სტრუქტურაში ინტეგრაციის პროცესი გასული ზაფხულიდან მიმდინარეობს. როგორც კი მოვიწვიეთ ფინეთი და შვედეთი, დავიწყეთ მათი ინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, მეტი ფორმალური ნაბიჯები არ არის გადასადგმელი. ფინეთის გაწევრიანების პროცესი დასრულდება ხვალ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)