|
2023-04-03 12:55:15, 911 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - 2008-ში ან 2014-ში, საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ერთიანობა გამოეჩინა, დღევანდელ აგრესიას თავიდან ავიცილებდით
2008 წლის აგვისტოში ან 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას რომ დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპირება. „ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ან 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას რომ დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. მე მახსოვს ლიეტევის მხარდაჭერა და თანადგომა 2008 წლის აგრესიის და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო ერთიანობა მთლიანად ევროპის, რომელიც იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა. დღეს ამ ომის შედეგად, მსოფლიო და საზოგადოება იყოფა ორ ბანაკად, ვისაც სჯერა, რომ უძლეველი და დაუმარცხებელი არავინ არ არის, სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგავარდ გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა იმიტომ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ომის მიზნებს და გაიმარჯვა იმიტომ, რომ ის თავის ტერიტორიას ბოლომდე დაიცავს. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება რუსეთმა უნდა გაიგოს - სად არის მისი საზღვრები და ყველას ერთიანი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს თავის სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპირება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)