10:05 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 18:20:20, 1239 ნახვა

პოლიტიკა
„რასაც მთავრობა აკეთებს, ეს არის დიდი უფსკრული“ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება, ის  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

"საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული.

ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics