|
2023-03-31 21:42:01, 1406 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ზურაბიშვილის გამოსვლა ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე იყო ორიენტირებული
ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მისივე თქმით, ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაერთიანების გზაგასაყარზე იმყოფება და იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე წარმატებას მიაღწევს. მან დასძინა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებას მიაღწიოს ამისთვის საჭიროა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა. “პირადად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ქვეყანა არის გზაგასაყარზე და კეთდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ბორტზე ყველა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი. გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ერთად მუშაობა ინკლუზიურად, კონსტრუქციულად 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად. როგორც არაერთხელ ვთქვი, ევროკომისია მიღწეულ პროგრესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი წლის ბოლოსთვის კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მივესალმები პრეზიდენტის განზრახვას, იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული - მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას ყველა შესაძლო გზით, რათა გავზარდოთ შანსი, 27-მა წევრმა ქვეყანამ წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)