|
2023-03-31 18:30:14, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი WSJ-ის განცხადებაზე - აშშ-დან რუსი დიპლომატებისა და ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ ვგეგმავთ
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ან ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ გეგმავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, Wall Street Journal-ის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, გაზეთი აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევებას მოითხოვდა. ამასთან ერთად ჯო ბაიდენმა, რუსეთის მთავრობას Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. როგორც WSJ-ის განცხადებაშია აღნიშნულია, რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება. ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. დღევანდელ განცხადებაში Wall Street Journal- მა აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)