10:55 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 13:47:50, 1196 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება

მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება,- ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია, ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა.

"მე მინდა დავპირდე სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.

შეგახსენებთ, რა არის საქართველოს უკრაინიზაცია - ეს ნიშნავს 35%-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც არის სრული კატასტროფა. ეს მოხდა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში და ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც აქვს მათ, ეს არის 100 000-ზე მეტი დაღუპული, ინფრასტრუქტურის ნგრევა და ა.შ.

საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება და ამ პირობას მე ვაძლევ საქართველოს პრეზიდენტს!",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მომდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics