|
2023-03-31 13:22:25, 1241 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი ზურაბიშვილს - არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი - ახლა სიტყვები უკან მიმაქვს
არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ახლა ეს სიტყვები უკან მიმაქვს,- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. ელისაშვილმა პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო, მადლობა უთხრა. "მე ქართლელი კაცი ვარ წარმოშობით და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს - პირდაპირ ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი, მე თქვენ ძალიან მწარედ გაკრიტიკებდით. პიროვნულად არაფერს არ გერჩოდით - ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ, ერთ-ერთი ხართ იმ გამქრალი ემიგრაციიდან, რომელიც გადარჩით, ქართველად დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ, მაგრამ მაშინ რისი მეშინოდა, რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა - იმიტომ, რომ მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას. მეშინოდა, რომ თქვენ რაღაც ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. ახლა ღიად ვიტყვი ბოდიშს - ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს თქვენგან", - მიმართა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტს.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)