10:54 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 13:03:02, 1046 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი „ოცნებას“ - რაც არ უნდა ეცადოთ, დამემუქროთ იმპიჩმენტით, ამიკრძალოთ ვიზიტები და დამიწუნოთ ქართული - მაინც ვერ შემცვლით

რაც არ უნდა ეცადოთ, დამემუქროთ იმპიჩმენტით, მიჩივლოთ საკონსტიტუციოში, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემ ოჯახს,მაინც, ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას", პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის გარანტი.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ალბათ საჭიროა, რომ მართლა შეგახსენოთ.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს უმაღლესი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ასე, რომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და ხან რომელს მიმაწებეთ. ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემ ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ. მაინც, ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს. ვერ შემცვალეთ და ესეც იქნება მომავალში. როგორც ამბობენ, საქმემან შენმან წარმოგადგინოს შენო",- განაცხადა პრეზიდენტმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics