|
2023-03-31 12:24:40, 1153 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ახია ჩვენზე, ვუფრთხილდებით რუსეთს და არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს
ახია ჩვენზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება ოკუპირებულებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა, იმავე ზრდილობით და მოწიწებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან არამეგობრული პოლიტიკის შედეგად, "დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც, ტრადიციულად, ითვლებოდნენ, როგორც ჩვენს მთავარ მხარდამჭერად". "იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს, ბელარუსის პრეზიდენტი, არ გვიფრთხილდება და არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და პირდაპირ უღალატა არაღიარების პრინციპს. ახია ჩვენზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება ოკუპირებულებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა, იმავე ზრდილობით და მოწიწებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც, ტრადიციულად, ითვლებოდნენ, როგორც ჩვენს მთავარ მხარდამჭერად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)