|
2023-03-31 11:49:56, 1245 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე გრიგორიადისზე - ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ, რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ
იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი,- ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "უცხოური აგენტების" წინააღმდეგ გამართული აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ახლა ბრძოლის ხაზი, გრიგორიადისის არ დაჭერაზე გადის და მისი ციხეში ჩასმა მიუთითებს იმაზე, რომ "8-10 მარტის ამბები წააგეს". "ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ, რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ასე მარტივად დგას საკითხი. რუსეთი მარტო ის კანონი არ არის, ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია. რუსეთია როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ, მომავალს გიკლავენ, დიქტატურას აბეტონებენ და ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აქეთ გსჯიან ციხით. ამ ბიჭის არ დაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი. იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი. არ უნდა მივცეთ ამის საშუალება რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამის გააზრება გვჭირდება ყველას. დღეს აქვს სასამართლო 13.00-ზე და იქ დგომაც აუცილებელია. პ.ს. ‘ძალადობა არ მოსულა’ ხალხმა ტრაკში გაიკეთეთ ეგ არგუმენტი, ათი კაცი გვირტყამდა, ნიკა მოსიაშვილი-მა ტვინის შერყევით 3 დღე გაატარა საავადმყოფოში, ბრძანების გამცემიც იდენტიფიცირებულია და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან",- წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)