|
2023-03-31 09:46:18, 915 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 31 მარტის რეფერენდუმი ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას
ზუსტად 32 წლის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, "კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, ვინაიდან დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა". „ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას. კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, - დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)