|
2023-03-30 22:20:09, 1094 ნახვა
პოლიტიკა
დანიგენი - ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებასთან მათ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე საუბარს განვაგრძობ
ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ და მე განვაგრძობ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან თუ დამამტკიცებენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს გაძლიერება, არის ის ნაბიჯები, რომლებიც საზოგადოებას გაძლიერებასა და გამძლეობაში დაეხმარება. "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, სასამართლოს გაძლიერება - ეს ყველა ის ნაბიჯებია, რომლებიც საზოგადოებას გაძლიერებას და რუსული ან ჩინეთის მავნე საქმიანობისადმი გამძლეობაში ეხმარება" - განაცხადა დანიგენმა. დანიგენი ასევე შეეხო სანქციების საკითხსაც და განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთის და მისი ჯარის სანქციების გვერდის ავლით დაფინანსება სამომავლო კონფლიქტებისთვის, აქედან გამომდინარე მომდევნო თვეებში აშშ-ის სანქციების სპეციალური კოორდინატორი და ოფიციალური პირები საქართველოს ვიზიტით ესტუმრებიან, რათა ხელისუფლებასთან სანქციების საკითხზე დიალოგი წარიმართოს. "საქართველოს ნამდვილად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ გვსურს სანქციების გვერდის ავლით გავაგრძელოთ რუსეთის ომის მანქანის და მისი ჯარის დაფინანსება მომავლის კონფლიქტებისთვის." - აღნიშნა დანიგენმა.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)