|
2023-03-27 15:47:17, 864 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე წმინდა წყლის სპეკულაციაა
ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია ისევე, როგორც არაერთ სხვა ადგილას, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არსად წასვლას არ აპირებს. "საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან ხოლმე - ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ, ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე - ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამა და ამ სამინისტროში. ეს, მე მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც მათ გამამწესეს, მაგრამ მათ მინდა მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას და არჩევნების შემდეგ, ალბათ, მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი", - აცხადებს თეა წულუკიანი.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)