|
2023-03-26 13:48:03, 978 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილი პუტინის, სალაიოვის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში
„გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალაიოვის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმით, სამყარო ხედავს, რომ მკვეთრად რუსული, კრემლიდან მართული ხელისუფლებაა საქართველოში „გუშინ, პრეზიდენტ სააკაშვილს, ნორვეგიაში გადაეცა დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი. ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მიღებული აქვს მაია სანდუს. გუშინ კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში. ამ ჯილდოს გადაცემის დროს, ღიად საუბრობდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რომ არის რუსული ხელისუფლება და ოპოზიცია და ხალხი ებრძვის კრემლიდან მართულ ხელისუფლებას. გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალაიოვის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში და საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, როცა პოლონეთის ხელისუფლება ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მას უმკურნალოს, მოუაროს და უზრუნველყოს მისი სიცოცხლე, როცა 27 ქვეყნის მთავრობა, ვგულისხმობ ევროკავშირის წევრებს, ღიად წუხს და დემარშს უცხადებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მოუწოდებს, რომ მისი სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი, ამ პირობებში საქართველოს რეპუტაცია ყოველდღე ზიანდება. იმ პირობებში, როცა გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და პარალელურად ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ მკვეთრად რუსული, კრემლიდან მართული ხელისუფლებაა საქართველოში და ამის ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად ხედავენ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას, უნდა გავიაზროთ კარგად, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საქმე, ეს არ არის ერთი ადამიანის, ერთი კაცის საკითხი და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი. შესაბამისად, ცხადია, მნიშვნელოვანი, როცა ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ისევე როგორც ცხადია ნიკა გვარამიას თავისუფლება, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, თუ უახლოეს პერიოდში არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ, ქართველ ხალხს, ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და დაცვა ჩვენი ევროპული მომავლის“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ბრიფინგის ბოლოს კი, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილს, 17:00 საათზე, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, საზოგადოებას რუსთაველზე შეკრება მოუწოდა;
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)