12:50 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 14:17:22, 907 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - როგორც იქნა პრეზიდენტმა გაბედა და ივანიშვილი ოლიგარქად აღიარა - წინ გადადგმული ნაბიჯია

როგორც იქნა პრეზიდენტმა გაბედა და ივანიშვილი ოლიგარქად აღიარა - წინ გადადგმული ნაბიჯია,- ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს იმაზეც, რომ ოლიგარქია და არაფორმალური მმართველობა ეწინააღმდეგება ევროპას.

"პრეზიდენტმა როგორც იქნა გაბედა, ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, ამასაც არ აღიარებდნენ, ეს კარგია, რომ აღიარა ოლიგარქად, ახლა უნდა დაიწყოს სალომე ზურაბიშვილმა საუბარი იმაზე, არა მხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველთან' ინტერვიუში ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი "აზრზე უნდა მოვიდნენ". 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics