|
2023-03-23 13:25:38, 892 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ბერბოკზე - აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი,- ასე ეხმაურება თბილის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც დიპლომატმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას და არ მონაწილეობას ამ ყველაფერში, არის ოპოზიცია. „არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართელოსთან მიმართებაში - აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, რომ 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია იყოს შესრულებული. ერთადერთი ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას და მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ეს არის ოპოზიცია“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომელიც დღეს თბილისს უნდა ეწვიოს, ვიზიტამდე განაცხადა, რომ საქართველოში არის მცდელობები, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა.
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)