|
2023-03-21 10:37:50, 2021 ნახვა
პოლიტიკა
იუსოვი - ამჟამად არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის
„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. იუსოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. „არის შემთხვევები, როდესაც პუტინის რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია, ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. თუმცა, იარაღის მიწოდების არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. უკრაინა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი მოსკოვს გუშინ, 20 მარტს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)