|
2023-03-19 15:54:25, 944 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებას“ - მოგიწოდებთ, პოლონელი ექიმების ჩამოსასვლელად, დოკუმენტირებული თანხმობა უსწრაფესად გასცეთ
ვაფრთხილებ და მოვუწოდებ „რუსულ ოცნებას“ - ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტებით, რომ პოლონელ ექიმებს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოსვლა ხვალვე შეეძლოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს. "ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში, „რუსული ოცნებისგან“ - რატი ბრეგაძისგან გვესმის განცხადებები, რომ თურმე შეუძლია ჩამოვიდნენ და თურმე მზად არის, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ „რუსულ ოცნებას“ და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან, ჩამოვიდნენ მაშინვე, როგორც კი, კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, რატი ბრეგაძეს - ამ კრემლიდან მართულ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელსაც თავის დროზე უცხოეთში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასწავლა, თუმცა როგორც ჩანს, უცხოეთში მიღებული განათლება არ ნიშნავს, რომ ის აპრიორი პროდასავლელი იქნება და არ იქნება რუსი. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ემორჩილება კრემლიდან მოსულ დირექტივას",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)