|
2023-03-17 18:24:56, 1037 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი კლევერლის ვიზიტზე - ეს ემსახურებოდა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთბების გაძლიერებას, რაც მომავალშიც გაგრძელდება
ეს ემსახურებოდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ახალი დინამიკისა და იმპულსის შემოტანას, რაც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის ვიზიტი. მისივე თქმით, ჯეიმს კლევერლმა ქვეყანას ძლიერი და მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში. დარჩიაშვილმა ბრიტანელ დიპლომატთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ვიზიტი შეაფასა, როგორც ნაყოფიერი და განსაკუთრებული. „პირველი, ეს ემსახურებოდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ახალი დინამიკისა და იმპულსის შემოტანას, რაც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს აქვს მსგავსი დინამიკა ვიზიტების თვალსაზრისითა და დღის წესრიგში არსებული საკითხების კუთხით. მეორე მნიშვნელოვანი განზომილება არის ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო, ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ამ მიმართულებითაც ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი გზავნილები ჩამოიტანა და გააჟღერა სახელმწიფო მდივანმა. რაც შეეხება მესამე განზომილებას, ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან დინამიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. გაერთიანებული სამეფო წლების განმავლობაში საქართველოს ეხმარება განავითაროს სხვადასხვა ინსტიტუცია. ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან პრიორიტეტზე როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)