|
2023-03-15 13:34:28, 847 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - მინდა გავაფრთხილო რეჟიმი, არ დავუშვებთ ახალგაზრდების რეპრესიებს - ვადგენთ შავ სიას
არ დავუშვებთ ახალგაზრდების რეპრესიებს, ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება შეტანილი წვლილი და აეკრძალებათ საჯარო სამსახურებში მუშაობა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას ჩანიშნონ ვადამდელი არჩევნები, რადგან მისივე თქმით, კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, სხვაგვარად ვერ გადაწყდება. "ჩვენმა ხალხმა, ახალგაზრდებმა ისტორიული სიტყვა თქვეს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, რამაც გამოიწვია რეჟიმის გაშმაგება და დაგეგმეს რეპრესიები ახალგაზრდების მიმართავს, რის გამოც მინდა გავაფრთხილო რეჟიმი და მისი მეთაური: ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდების რეპრესიებს, ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება შეტანილი რაიმე წვლილი და აეკრძალებათ საჯარო სამსახურებში მუშაობა - სამუდამოდ. მეორე საკითხი, იმგვარი კრიზისები, როგორიც შექმნა ოლიგარქმა საქართველოში, მსოფლიო პრაქტიკით წყდება მხოლოდ ვადამდელი ხელახალი არჩევნების გზით. რეჟიმს მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება და გამოაცხადოს ახალია არჩევნების თარიღი. პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რომელიც იქიდან არ გამოდის არაფრით, სანამ რეჟიმი გამოაცხადებდეს ხელახალ არჩევნებს, თქვენ მოითხოვეთ ის, რასაც ელოდება ე.წ ოპოზიციისგან საქართველო და მსოფლიო. სხვა გზა ამ კრიზისის განმუხტვისა კაცობრიობას არ მოუგონია",- ამბობს შალვა ნათელაშვილი. შეგახსენებთ, რომ 7-8-9 მარტს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებას აქციების დროს დაკავებული პირების გაათავისუფლებას ითხოვდნენ. თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, თუმცა მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)