|
2023-03-14 23:06:44, 869 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი „ქართულ ოცნებას“ - თქვენი ნაბიჯები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რაც ხალხი მოითხოვს თქვენგან
თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან, - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, მმართველ პარტიას. მისივე თქმით, ევროკავშირი არასდროს ჩაითრევს ომში საქართველოს, ვინაიდან მათ ახსოვთ 2008 წლის ომი და ის დანაკარგი, რაც იმ დროს ქვეყანამ განიცადა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მხარს დაუჭერს. "მე მაქვს ორი შეტყობინება ქართველი ხალხის მიმართ: პირველი, ევროპარლამენტის წევრები ხედავენ თქვენს არჩევანს და პატივს სცემენ მას, თქვენ ძალიან თანმიმდევრულნი ხართ, როცა საქმე ეხება თქვენს მისწრაფებას ევროკავშირის წევრად ქცევის შესახებ, ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს. მეორე შეტყობინება კი არის ის, რომ ჩვენ არასდროს ჩაგითრევთ თქვენ არანაირ ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, გვახსოვს ისიც, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. შეტყობინება ქართველი პოლიტიკოსებისადმიც საკმაოდ ცალსახაა - უკრაინის ომმა გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა ქართველი ხალხისათვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან", - განაცხადა მარია კალიურანდმა.
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)