|
2023-03-11 15:28:41, 959 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - მმართველ რეჟიმს ვთავაზობ, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები
მმართველ რეჟიმს ვთავაზობ, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები,- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტად და ქვეყნის წინსვლისთვის ქვეყნის მომავლის დიდ გზაზე "დღეს, ყოველი ქართველი ოცნებობს იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური ,,ქართული ოცნების" გარეშე. მე ვთავაზობ მმართველ რეჟიმს, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტად და ქვეყნის წინსვლისთვის ქვეყნის მომავლის დიდ გზაზე. სხვა შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ის ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი ისევ აქ არის, ისინი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც ჰქონდა მმართველ რეჟიმს და რაც გასდიოდა ამდენი წლის განმავლობაში. რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად სახეზეა. არა მარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე ამ დღეებისა და ახლგაზრდების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც გათავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი აპირებდა სწორედ აგენტების კანონის მეშვეობით და მას შემდეგ, რაც ამ კანონს მიიღებდნენ, ის გავრცელდებოდა შუა აზიაში, კავკასიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ევროპის ზოგ ქვეყანაში და დაიწყებოდა რუს ნაციონალისტთა ოცნებების აღსრულება და ამ იმპერიის აღდგენა, ასე რომ საქართველო იყო საცდელი ქვა",- განაცხადა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)