|
2023-03-08 17:57:25, 979 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არ უნდა დავიღალოთ - პოლიტიკური პარტიები ინსტრუმენტად გამოგვიყენეთ
გამოგვიყენეთ პოლიტიკური პარტიები, გამოგვიყენეთ ინსტრუმენტად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დუმად გადააქცია. მისი შეფასებით, თუ ''ქართული ოცნება'' ევროკავშირის სტატუსისთვის არაფერს გააკეთებს, ამას აუცილებლად იზამს ქართველი ხალხი. ''მე მინდა, რომ დემონსტრაციულად, ეს კანონი დავწვა პირდაპირ ეთერში და მინდა, ეს ბედი ეწიოს ამ კანონს საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი რუსეთის დუმად გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა. მეორე მოთხოვნაა, საქართველოს ევროკავშირის სტატუსისთვის ყველაფრის გაკეთება - ამას თუ არ აკეთებთ, თქვენ, ,,ქართულო ოცნება'', გააკეთებს ქართველი ხალხი. რაც მთავარია, არ უნდა დავიღალოთ. გამოგვიყენეთ პოლიტიკური პარტიები, გამოგვიყენეთ ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის'', - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)