|
2023-03-08 16:04:26, 1017 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხშირია ოპონენტების სტატუსები - კახა, კარგია შოპინგი ევროპაში?!
ევროპა ჩვენთვის ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, აგრეთვე, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, ღირსების პატივისცემასთან - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში განაცხადა. თბილისის მერის განმარტებით, ქართველები ევროპული ფასეულობებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ისწრაფვოდნენ და ახლაც ისწრაფვიან. კახა კალაძის შეფასებით, ოპონენტებს ევროპა შოპინგის დონეზე დაყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ''არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საკუთარი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ჩვენთვის ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, აგრეთვე, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, ღირსების პატივისცემასთან. ეს არის ის ფასეულობები, რომლისთვისაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფვოდით და ვისწრაფვით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე, ძალიან ხშირად ოპონენტების მხრიდან მხვდება ხოლმე სტატუსები - კახა, კარგია შოპინგები ევროპაში? აღარ შევალ სიღრმეებში, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს ევროპა შოპინგამდე დაყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს'' - აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)